Wednesday, November 16, 2011


პროექტის სათაური: საგზაო ნიშნები
პროექტის მთავარი თემა: საგზაო ნიშნების გაცნობა, შესწავლა და მომავალში მათი გამოყენება.
პროექტის აქტუალურობა: საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების ცოდნა საკმაოდ აქტუალური და სავალდებულოა.
პროექტის მიზანი: დავეხმაროთ ბავშვებს საგზაო ნიშნების შესწავლაში, სასიციცხლო, საკომუნიკაციო და სააზროვნო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
მონაწილეთა ასაკი/ კლასები: VIII-IX კლასები
ვადები/ხანგრძლივობა: 3-5თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შემოქმედებითი ბლოგი, სურათების გამოფენა, კედლის გაზეთების პრეზენტაცია. მოსწავლეები შეისწავლიან საგზაო ნიშნებს, მათ დანიშნულებასა და გამოყენებას, გამოუმუშავდებათ სამუშაოს შესრულების, სააზროვნო და სასიცოცხლო უნარ-ჩვევები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, წიგნი,ფორმატი, კალამი , მარკერი, ფანქარი.
პროექტის სრული აღწერა: ბავშვები ეცნობიან საგზაო ნიშნებს, გადიან ქალაქში, აკვირდებიან მანქანებისა და ქვეითთა მოძრაობას, ბიბლიოთეკასა და ინტერნეტში მოიძიებენ საგზაო ნიშნებს, მოძრაობის წესებს, მასალას თუ ვინ და სად გამოიგონა პირველი საგზაო ნიშანი, რატომ არის საჭირო მათი ცოდნა, სად და რა ნიშნის მიხედვით განალაგებენ საგზაო ნიშნებს, რა დადებითი და უარყოფითი შედეგი მოაქვს მათ ცოდნას.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: გონებრივი იერიში, მოსწავლეთა პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი, ინტერვიუ, ინტერნეტში შესაბამისი მასალის მოძიება და ანალიზი, შემოქმედებითი ბლოგის შექმნა და ნამუშევრების განთავსება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია: გაეცნობიან საგზაო ნიშნების შექმნის ისტორიას.
ინგლისური ენა:გაიუმჯობესებენ კითხვის და თარგმნის უნარს, აითვისებენ ახალ ლექსიკურ მასალას.
ინფორმაციული ტექნოლოგიები.
პროექტის ხელმძღვანელი: შორენა სვიანაშვილი
პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
shorena975@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: